თავში

რძის პროდუქტების ექსპორტში წამყვანი ყველია

რძის პროდუქტების ექსპორტში წამყვანი ყველია
რძის პროდუქტების ექსპორტში წამყვანი  ყველია

რძის პროდუქტებიდან ყველაზე მეტი მოთხოვნით ექსპორტზე ყველი გამოირჩევა. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა report.ge-თან აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ქართული ყველი ძირითადად აშშ-ში გადის და უმეტესწილად კერძო კომპანიების შეკვეთებია. ჭიჭაყუას განმარტებით,  მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აშშ არ ენდობა მიმწოდებლის სერტიფიკატს და პროდუქციას  ადგილზე ამოწმებს.

,,ყველის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება და მისასალმებელია. მართალია, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ ხარისხიანი ყველის წარმოების დიდ სტიმულს იძლებვა. როგორც ცნობილია, ძირითადად ექსპორტი  აშშ-ში ხორციელდება, ადგილობრივი კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად. აშშ არის როგორც ყველის დიდი ექსპორტიორი ამ მიმართულებით მას წლიურად გააქვს 355 ათას ტონაზე მეტი ყველი, თვითონ აშშ ყველს 6 მილიონი ტონის ფარგლებში აწარმოებს და ასევე დიდი მომხმარებელია. საყურადღებო გარემოებაა, რომ აშშ არ აღიარებს მიმწოდებლის ადგილობრივი ხარისხის დამადასტურებელ ხარისხის დოკუმენტს და პროდუქციას ამოწმებს ადგილზე, თუ დაკმაყოფილდება ხარისხი პროდუქცია შევა ადგილობრივ ბაზარზე ,თუ არა განადგურდება. ქართველ ფერმერებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი ყველის ექსპორტის რაოდენობრივი გასაზრდელად, თუმცა შიდა ბაზარზეც დიდი მოთხოვნაა ნედლ რძეზე დამზადებულ ყველზე. მსოფლიოში 4 ათასზე მეტი სახეობის ყველი არსებობს. ქართველ ფერმერებს ჯერ-ჯერობით გაუჭირდება ყველის დიდ ინდუსტრიაში შესვლა, მაგრამ შეუძლიათ ტრადიციული ყველის წარმოების აღორძინების ხარჯზე მომგებიანი ექსპორტი განახორციელონ, განსაკუთრებით მთაში წარმოებულ ყველს გამოვყოფდი", - ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.

რაც შეეხება ყველის ექსპორტის სტატისტიკას, ბიზნესგაერთიანების "მერძევეობა საქართველოში-ს" ცნობით, წელს ყველის ექსპორტი იმედისმომცემია - ის უპრეცენდენტოდ მაღალია, თუმცა მასშტაბები იმპორტთან შედარებით კვლავ ბევრად პატარაა. ყველის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ივლისში. მან ნედლი რძის ექვივალენტში 131 ათასი ლიტრი შეადგინა, რაც თვიურ საშუალო ექსპორტს (2014-2020 წწ) 13-ჯერ აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system