თავში

რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასი სტაბილურია

რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასი სტაბილურია
რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასი სტაბილურია

აგვისტოში თითქმის უცვლელი დარჩა, FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი.

ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსის აგვისტოს თვის მონაცმებში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, ბალანსი ყველსა და რძის ფხვნილზე ფასების კლებამ და კარაქზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, ფასების კლება განპირობებული იყო, ოკეანეაში რძისა და ყველის სეზონური მარაგების არსებობით. კარაქზე კი ფასმა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე აიწია.

ივლისში მსოფლიო ბაზარზე 3.5%-იანი ფასების ზრდა დაფიქსირდა რძესა და რძის ყველა პროდუქტზე: კარაქზე, ყველზე და რძის ფხვნილზე.

ცნობისთვის, აგვისტოში მთელ მსოფლიოში, ფასები მომატებულია შაქარზე და გაძვირებულია ზეთიც, ხოლო რძის პროდუქტების მსგავსად, ფასი შენარჩუნდა ხორცზეც.

შეგახსენებთ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, აგვისტოში 2.0%-ით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 7%-ით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system