თავში

რეფინანსირების განაკვეთის აწევა დაგვიანდა - კოვზანაძე

რეფინანსირების განაკვეთის აწევა დაგვიანდა - კოვზანაძე
რეფინანსირების განაკვეთის აწევა დაგვიანდა - კოვზანაძე

"ეროვნულო ბანკს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევა მოუწევს, რაც ჩემი აზრით ცენტრალურმა ბანკმა ცოტა დააგვიანა კიდეც,” -  ასე ფიქრობსსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი კოვზანაძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს ,შარშანდელის მსგავსად, ინტერვენციების განხორციელებაც აქტიურად მოუწევს.

დეპუტატი შენიშნავს, რომ მთავრობის ვალი მშპ-ს 60%-ია, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფოს არ აქვს საკუთარი შემოსავლები და ხარჯებს, ასიგნებებს აფინანსებს საგარეო დაფინანსებით. ამ ყველაფრის გამო, კოვზანაძე ხედავს რეალური საფრთხეს იმისა, რომ ქვეყანაში შეიქმნას მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები. 

"განსაკუთრებით, ასეთი მაღალი დეფიციტის პირობებში (7.5%). ამ ყველაფერს შეუძლია გამოიწვიოს მონეტარული რყევები და ლარის დევალვაცია. შარშან ეროვნულმა ბანკმა რეზერვების თვალსაზრისით გამოიყენა თითქმის 900 მლნ-ზე მეტი, ველოდები რომ წელსაც დაახლოებით იგივე ინტერვენციების განხორცილება მოუწევს სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება," - ამბობს კოვზანაძე და დასძენს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ რისკების გასანეიტრალებლად და სოციალური რისკების თავიდან ასარიდებლად. 

“არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული კორექტირება ბიუჯეტშიც მოხდეს ამ კუთხით და რაც შეიძლება სწრაფად, რომ ასეთი რისკები თავიდან იქნას აცილებული,” - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელის Galt & Taggart-იც, თუმცა ფინანსისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. ამიტომაც მათი ნაწილი მოუწოდებს სებ-ს. რომ  საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყოს. მათი რეკომენდაციით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა უნდა შერბილდეს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, საქართველოში, მიუხედავად პანდემიის ზეგავლენით მკვეთრად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნისა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. აღნიშნულმა გარემოებამ კი მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა შეზღუდა. კობა გვენეტაძის თქმით, ქართული ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის ფონზე გაცვლითი კურსის გაუფასურება, მიწოდების ჯაჭვების რღვევა და ერთეულ პროდუქციაზე პერსონალის გაზრდილი ხარჯი კომპანიებს ფასების ზრდისკენ უბიძგებს. საქართველოს პირველი ბანკირი ამბობს, რომ წლის დასაწყისიდან, საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთი საქონლის მკვეთრი გაძვირება ემატება. აღნიშნულ ფაქტორთა ინფლაციურ მოლოდინებზე არასასურველი ზეგავლენის ასარიდებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცრა.

მარტში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 პუნქტით, 8.50 პროცენტამდე, გაიზარდა, შედეგად, 124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგ 2021 წლის 17 მარტამდე იყო. . რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ამჟამად, მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა. ამ ეტაპზე რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი - 10,25% თურქეთს აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, 6,25%-ის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში 5,5%-ია, რუსეთში ყველაზე დაბალ დონეზეა -4,25%-ს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 28 აპრილს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system