თავში

რეფორმერფიტნესი: გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა

რეფორმერფიტნესი: გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა
რეფორმერფიტნესი: გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა

ბათუმში არსებული ფიტნეს-კლუბი, რომელიც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს არ ცნობს და მუშაობას აგრძელებს, ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ დაიწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა. 

მათი თქმით, დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია იმისკენ, რომ დარგის წარმომადგენლებს მიეცეთ თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის საშუალება. 

"გადავწყვიტეთ დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა და არ შეგვეწყვიტა საქმიანობა...

მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სისტემა არარის მზად ვირუსთან საბრძოლველად (თითქოს ეს ან მოქალაქეების ან მეწარმეების ბრალია) და ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უნდა გავწიროთ სიღარიბისთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დაკარგულ სიცოცხლეს.

ჩვენ, როგორც ბიზნესს კარგად გვაქვს გააზრებული ის ფინანსური და სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს ამ წინააღმდეგობას, თუმცა ამის მიუხედავად არ ვაპირებთ გაჩერებას.

შრომა არასდროს ყოფილა არც სირცხვილი და არც კრიმინალი.

ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების გადამხდელთა ფულით ჩვენი ბიზნესის სუბსიდირებას, არც საბანკო სესხების პროცენტების თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების ფასების ხელოვნურ მართვას მთავრობის მიერ, არც სასესხო ვალდებულებების გაუქმებას, ჩვენ არ გვსურს სხვის ხარჯზე ცხოვრება.

ჩვენი დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია იმისკენ, რომ როგორც ჩვენი სფეროს კომპანიებს, ასევე ეკონომიკის სხვა ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს, უკლებლივ ყველას დაუყოვნებლივ მიეცეს თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება და საშუალება, გაიხსნას ქვეყნის საზღვრები და დაიწყოს თავისუფალი ეკონომიკური პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, კერძო საკუთრების და პიროვნების უფლება იყოს გარანტირებული", - წერს რეფორმერფიტნესი.

ცნობისთვის, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის ფიტნესკლუბი გუშინ სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system