თავში

რეგფონდმა 455 მილიონი ლარის პროექტები განახორციელა

რეგფონდმა 455 მილიონი ლარის პროექტები განახორციელა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და გუბერნიების სპეციალისტებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები და მომავალი წლის პრიორიტეტები.

„ორი დღის განმავლობაში ცხრა რეგიონის წარმომადგენლებთან დეტალურად გავიარეთ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროეტები. პამდემიის გამო წელს განსაკუთრებული ვითარება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოთხივე მიმართულებით, ესაა - რეგიონული განვითარებისა და მთის ფონდები, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ფაქტობრივად ყველა ვალდებულება შესრულებულია, რაც ნიშნავს, რომ ჯამურად 455 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მისივე თქმით, რეგფონდის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს ფონდის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარამდე იყო, 2018-ში - 250 მილიონი, 2019-ში-270 მილიონი, ხოლო წელს მისმა მოცულობამ 360 მილიონი ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system