თავში

რეგიობში მშენებლობა თითქმის გაჩერდა

რეგიობში მშენებლობა თითქმის გაჩერდა
რეგიობში მშენებლობა თითქმის გაჩერდა

როგორც ჩანს, რეგიონებში უძრავი ქონების ბაზარს ვერც მთავრობის  შეღავათები შველის. როგორც მენაშენეები აცხადებენ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათებით ძირითადად დედაქალაქში სარგებლობენ.  რეგიონებში მშენებლობები და შესაბამისად, გაყიდვები ფაქტობრივად აღარ არის, მათ შორის ზღვისპირა კურორტებზე, რომლებზეც თბილისის შემდეგ მოთხოვნა ყოველთვის აქტიური იყო. საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე report.ge-თან აღნიშნავს, რომ რეგიონებში საშეღავათო პირობებშიც კი ჭირს რეალიზაცია.

,,ეპიდემიურ პერიოდში, როცა ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა რეალიზაციაც, მაგრამ ახლა სიტუაცია თანდათან უმჯობესდება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამამ. ვისაც ფული აქვს, ცდილობს, რომ შეღავათით ისარგებლოს, ამან გარკვეული ინერცია მისცა ბაზარს, რასაც რეგიონებზე ვერ ვიტყვით. ხალხმა მოტივაცია დაკარგა. ტურიზმი საკმაოდ მაღალ დონეზე ვითარდებოდა და ხალხი ტურისტულ ზონებში ბინების შეძენას ძირითადად გაქირავების მიზნით ცდილობდა. ახლა სტიმული აღარ არის, შესაბამისად, მშენებლობების ტემპიც დაეცა. როგორც ზღვისპირა კურორტებზე, ასვეე მთიან ნაწილში - ბაკურიანსა და გუდაურში ძალიან შემცირდა მოთხოვნა", - ამბობს ბესო ორთოიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირების მიზნით სესხების სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. ,,იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამაზე მთავრობის დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა ახალი შეღავათის შეახებაც, კერძოდ,  გადაწყდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო  სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს. ახალი პროგრამის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლებში არსებულ საცხოვრებელ ფართებს (არაუმეტეს 30%-ს) გამოისყიდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system