თავში

ბიზნესი, სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება რეგიონების პრობლემებზე მსჯელობენ

რეგიონების პრობლემებზე
ბიზნესი, სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება რეგიონების პრობლემებზე მსჯელობენ

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდას" ორგანიზებით შეხვედრა "მრგვალი მაგიდა "პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის" მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნით პარტნიორობა, რაშიც ჩართულია ადგილობრივი ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები.

შეხვედრაზე Report.ge - ს განუცხადეს, რომ სპეციალური ანგარიშის საფუძველზე გამოიკვეთა რეგიონებში არსებული პრობლემები. ძირითადად საუბარია ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, დასაქმებასა და რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინებაზე.

როგორც Report. ge - ისთვის გახდა ცნობილი, ჩატარდა კორპორატიული პასუხისმგებლობის კვლევა. გამოიკითხა სხვადასხვა ბიზნესი. შედეგები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა კვლევის ავტორებმა Report.ge - ს ჟურნალისტს განუცხადეს, გამოკითხულთა მხოლოდ 24% გამოთქვამს სურვილს, ჩაერთონ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან პარტნიორობის პროექტებში. სპეციალისტების თქმით, ეს დაბალი მაჩვენებელია და, სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ ბიზნესსა და არასამთავრობო სექტორს შორის ჯერ კიდევ დაბალია ნდობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, ამ საკითხზე სამუშაოები ჩასატარებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system