თავში

რეგიონების სასტუმროებში აგვისტოს დატვირთულობა გაზრდილია

რეგიონების სასტუმროებში აგვისტოს დატვირთულობა გაზრდილია
რეგიონების სასტუმროებში აგვისტოს დატვირთულობა გაზრდილია

აგვისტოს ფაქტობრივი დატვირთლობა მსხვილ სასტუმროებში სხვა რეგიონებისთვის 24%-ს შეადგენდა, ზღვისპირეთისათვის 28%-ს და კახეთისთვის 39%-ს. თბილისში კი დატვირთულობამ მხოლოდ 4% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხივაში.

დოკუმენტის მიხედვით, აგვისტოში, ზღვისპირეთის სასტუმროების დატვირთულობამ საკარანტინე სასტუმროების გამოკლებით და მხოლოდ ტურისტული ჯავშნების ჩათვლით 64% შეადგინა.

რაც შეეხება დიდ სასტუმროებს, გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ) და სხვა რეგიონების (+1 პპ) სასტუმროებისთვის, შემცირებულია თბილისისთვის (-1 პპ), ხოლო კახეთის სასტუმროებისთვის არ შეცვლილა.

უქმეების დატვირთულობის მაჩვენებელი ასეთია: გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (82% და 31%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის ცვლილება არ დაფიქსირებულა (30%)

ცნობისთვის, დიდ სასტუმროებში მნიშვნელოვანი ფასდაკლებები დაფიქსირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system