თავში

რეგიონების წყალმომარაგების სიტემების დაფინანსება 69%-ით იზრდება

​რეგიონების წყალმომარაგების სიტემების დაფინანსება 69%-ით იზრდება
რეგიონების წყალმომარაგების სიტემების დაფინანსება 69%-ით იზრდება

რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განვითარებისთვის 69%-ით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2021 წლის ბიუჯეტი და 347 მილიონ ლარს გადააჭარბებს. 

ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, ამ მიმართულებით დაფინანსდება ახალი პროექტები იმერეთში, კახეთში, ყაზბეგში, ხაშურსა და მის მიმდებარე დასახლებებში. 

დაგეგმილია სამუშაოები სამტრედიაში, ვანში, ბაღდათსა და ყაზბეგში, რასაც ჯამურად მოხმარდება 130 მილიონ ევრომდე. შედეგად, 50 ათასზე მეტ ადამიანს ექნება 24- საათიანი წყალმომარაგება. 

"სამუშაოები ასევე ჩატარდება თელავში, სიღნაღში, ყვარელში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და რამდენიმე სოფელში, რის შედეგადაც 45 ათასზე მეტ ადამიანს ექნება წლის უწყვეტი მიწოდება. მომავალ წელს გაგრძელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი წყლის სისტემების მოწყობის, გუდაურის, ზუგდიდის, ჭიათურის, ჯვარის და მარნეულის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები. ასევე, გაგრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა ფოთში, მარნეულში, ბოლნისსა და გუდაურში. დაფინანსდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ფოთში, გუდაურსა და მარნეულში. დასრულდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები," - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system