თავში

რეგიონებში აგრარული ბაზრები იხურება

რეგიონებში აგრარული ბაზრები იხურება
რეგიონებში აგრარული ბაზრები იხურება

სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურა, ორშაბათიდან კი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც შეწყვეტენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა განუცხადა.

ალექსანდრე მოწერელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ეს გადაწყვეტილებამათი უსაფრთხოების დაცვისთვის მიიღეს.

"ჩვენ გუშინ გვქონდა სამართალდარღვევის 26 ფაქტი, დღეს კი გამოირკვა, რომ რეგიონის ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და ახლა თბილისში მკურნალობს, 27 მარტს კონტაქტი ჰქონდა ჩვენს რეგიონში, რამდენიმე ლოკაციასთან როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. კონტაქტების უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეები აუცილებლად გადავლენ კარანტინში. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისაგან, კონტაქტისაგან. ასევე მინდა შევეხო აგრარული ბაზრების მდგომარეობას, გუშინ ჩვენ შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, სენაკის აგრარული ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით. მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო იმისაკენ, რომ ეს ღონისძიება არ არის ის, რაც სახელმწიფის ინტერესებში შედის, რომ გინდა თუ არა დაიკეტოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენი უსაფრთხოება იქნას დაცული. სავარაუდოდ, ალბათ ყველა აგრარულ ბაზარს შეეხება და სამივე აგრარული ბაზარი ჩვენს რეგიონში იქნება დახურული. მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმრისი, აქ არის ნაღდი ფულის მოძრაობაშიც პრობლემა და იცით, რომ ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ფულით იქნა დაინფიცირებული. ამდენად ჩვენ ვერ დავაყენებთ ვერავის რისკის ქვეშ. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიხუროს ბაზრები. ორშაბათიდან შესაძლოა, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხუროს", - განაცხადა მოწერელიამ.

დღესვე, ქუთაისის ცენტრალურ აგრალურ ბაზარში მისულმა მოვაჭრეებმა მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ მიიღეს დავალება, რომ ბაზარი დაუყოვნებლივ დაცალონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system