თავში

რა იგეგმება რეგიონებში ექიმების და კლინიკების დეფიციტის აღმოსაფხვრელად

რეგიონებში ექიმების და კლინიკების დეფიციტის აღმოსაფხვრელა
რა იგეგმება რეგიონებში ექიმების და კლინიკების დეფიციტის აღმოსაფხვრელად

აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის აზრით, თბილისში - ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში კი, მათი დეფიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„პრობლემა აისახება, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის ხარისხზე, ასევე ღირებულებაზე. აღნიშნული გარემოება ამავდროულად ქმნის ექიმთა ფარდობით დეფიციტს და დღეს სამედიცინო კადრების ძირითადი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. გარდა ამისა, არათანაბარია ექიმთა დატვირთვა, რაც აისახება მათ პროდუქტიულობაზე და რისკს უქმნის პაციენტის უსაფრთხოებას. ამ პრობლემატიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის საფუძველი იქნება ხარისხიანი მომსახურების მოწოდება, დაწესებულების სიმძლავრე და პერსონალის ეფექტური გადანაწილება. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ განახლდა ნებართვებისა და სალიცენზიო პირობები კარდიოქირურგიის, გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის სერვისებზე. მეტი სანდოობისა და ხარისხის გარანტირებისთვის დამატებით მოთხოვნად განისაზღვრა საერთაშორისო სერტიფიცირება“, - განაცხადა მინისტრმა პრეზენტაციაზე.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას რეანომობილების არასაკმარის რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი აღწერა და აღრიცხვა უკვე განხორციელდა.
„სახელმწიფომ ზუსტად იცის ამ ეტაპისთვის რამდენი რეანომობილი სჭირდება ქვეყანას და ეს ეტაპობრივად შეივსება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system