თავში

რეგიონებში ფერმერებისთვის ექსტენციის ცენტრები იქმნება

რეგიონებში ფერმერებისთვის ექსტენციის ცენტრები იქმნება
რეგიონებში ფერმერებისთვის ექსტენციის ცენტრები იქმნება

სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო- საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრის საშუალებით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებიტ, ცენტრების მოძრავი ლაბორატორიებით აღჭურვა და ექსტენციის მომსახურება დაეხმარება ფერმერებს, პრაქტიკულად, ყველა პრობლემა გადაწყდეს ფერმერის კართან.

საინფორმაციო- საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრების მოწყობაში საქართველოს შვეიცარია ეხმარება.

ექსპერტები ექსტენციის სისტემაში ციფრული ხელსაწყოები დაინერგვას იწონებენ და დასძენენ, რომ ეს  შესაძლებლობას მისცემს ყველა ფერმერს, მათ შორის შორეულ რეგიონებშიც, დროულად მიიღონ თანამედროვე ინფორმაცია. მათივე განმარტებით, ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკით (elibrery.mepa.gov.ge) და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით.

ცნობისთვის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დახმარებით, საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში გაუმჯობესდა ექსტენციის ცენტრების ციფრული ინფრასტრუქტურა, ექსტენციონისტებს დაურიგდათ ლეპტოპები და პლანშეტები,

ექსტენციის ცენტრები აღიჭურვა საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით, პორტატული პრინტერებითა და სხვა საოფისე მოწყობილობებით. ასევე განხორციელდა სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის დეპარტამენტის სრული ტექნიკური აღჭურვა. შეიქმნა ექსტენციონისტებისათვის სპეციალური პლატფორმა, რომლითაც ხორციელდება ფერმერთა მომსახურება საველე პირობებში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით, შეიქმნა ციფრული ონლაინ ბიბლიოთეკა და რეგიონული სამსახურის თანამშრომლები აღიჭურვა უნიფორმებით.

სამინისტროში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ ფერმერებსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის. ბენეფიციარები მზად არიან, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ფერმერებს, ხოლო მათი მეურნეობები გამოიყენონ სადემონსტრაციოდ.

ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system