თავში

რეგიონის ეკონომიკურ რუკაზე ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ჩნდება

რეგიონის ეკონომიკურ რუკაზე ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ჩნდება
რეგიონის ეკონომიკურ რუკაზე ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ჩნდება

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გზის გახსნაზე აზერბაიჯანი დიდ იმედს ამყარებს. აზერბაიჯანელი დეპუტატის, ეკონომიკის ექსპერტის, ბუგარ ბაირამოვის განმარტებით, ახალი სატრანსპორტო დერეფანი გაზრდის აზერბაიჯანის გავლით საერთაშორისო ტვირთნაკადს და აისახება რეგიონის ეკონომიკურ რუკაზე.

მისივე თქმით, ახალი დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანის რეგიონალურ პოზიციებს.

”აზერბაიჯანული პროდუქტები ნაკლები დანახარჯებით გავა ნახიჩევანისა და თურქეთის ბაზრებზე. ეს აზერბაიჯანელ მეწარმეების ექსპორტის შესაძლებლობებს გაუზრდის. ნახიჩევანში დამზადებული პროდუქციაც ადვილად და იაფად შემოვა აზერბაიჯანი დასავლეთ რეგიონში და აქედან უკვე უფრო ფართო ბაზრებზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამას გარდა, ეს დერეფანი გაზრდის აზერბაიჯანის გავლით საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვას და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის შემოსავალს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებიდან. აზერბაიჯანი დღესაც აქტუირად მონაწილეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნებში. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს გაიზარდოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა,”. ამბობს ბაირამოვი და დასძენს, რომ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის ახალი სახმელეთო გზა კიდევ უფრო დაასტიმულირებს თურქეთ-აზერბაიჯანის ვაჭრობას. 

”ამჟამად აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის წლიური სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 4,5 მილიარდი აშშ დოლარია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 70% -ით გაიზარდა. ახალი დერეფნები კიდევ უფრო გაზრდის სავაჭრო ბრუნვას და აზერბაიჯანელ მეწარმეებს უფრო ფართო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს შეუქმნის”, - დასძინა მან.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული მხარე ახალ სატრანსპორტო დერეფანში სომხეთის ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა გარკვეული პირობით. 

თურქეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს დაანონსდა. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით, სარკინიგზო პროექტს სახელიც შეურჩიეს და მას „თურქეთის კარიბჭე“ უწოდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "თურქეთის კარიბჭის" სარკინიგზო პროექტს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახჭევანის გავლით დიდი სტრატეგიული უპირატესობები ექნება. თურქეთი და აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ „თურქეთის კარიბჭე“ ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან მტკიცე კავშირების დამყარებას, აგრეთვე მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს შექმნის ჩინეთთან. ორივე მხარის მტკიცებით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას.

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება. პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

ბაქო-ნახიჩევან-თურქეთის რკინიგზის BTK- სთან ინტეგრაცია განიხილება. მას შემდეგ რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაანონსდა, ექსპერტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საქართველო აღმოჩნდებოდა რკინის აბრეშუმის გზის მიღმა, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი კონკურენცია და სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება საფუძველს მოკლებულია.

იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system