თავში

რეგიონის ობლიგაციებში ინვესტიციებმა $36.7 მლრდ შეადგინა

რეგიონის ობლიგაციებში ინვესტიციებმა $36.7 მლრდ შეადგინა
რეგიონის ობლიგაციებში ინვესტიციებმა $36.7 მლრდ შეადგინა

galt&taggart-მა რეგიონის ობლიგაციების ნოემბრის თვე შეაჯამა. მიმოხილვის მიხედვით,  ნოემბერი რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, უზბეკეთი) ობლიგაციებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა. 

დოკუმენტის მიხედვით, ვაქცინების შესახებ გავრცელებულმა პოზიტიურმა სიახლეებმა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, გაიზარდა ინვესტორების ინტერესი მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართაც.

საერთაშორისო ფინანსთა ინსტიტუტის (IIF) ანგარიშის მიხედვით ოქტომბერ-ნოემბერში განვითარებადი ბაზრების მიმართულებით კაპიტალის ნაკადების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. 

ობლიგაციებში ინვესტიციებმა ნოემბერში $36.7 მლრდ შეადგინა, რაც ბევრად აღემატება ოქტომბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს ($ 11.7 მლრდ).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system