თავში

რეგიონის სასტუმროების დღიური ფასი 50%-მდეა შემცირებული

რეგიონის სასტუმროების დღიური ფასი 50%-მდეა შემცირებული
რეგიონის სასტუმროების დღიური ფასი 50%-მდეა შემცირებული

ივლისის თვის მიმდინარე ჯავშნების მიხედვით თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 4%-ია, ბათუმში 9% და რეგიონებში 14% . ამის შესახებ აღნიშნულია TBC Research-ი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მორიგ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გასულ კვირასთან შედარებით, დატვირთულობა გაზრდილია ბათუმის (+4 პპ) და რეგიონის (+3 პპ) სასტუმროებისათვის, და შედარებით სტაბილურია და თბილისში (-1 პპ) .

"3-4 ივლისის უქმეებზე რეგიონის ზოგიერთ სასტუმროში დატვირთულობა 65%-დან 85%-მდე მერყეობდა. რეგიონის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი ივლისში 50%-მდეა შემცირებული. ბათუმში შედარებით მცირე ფასდაკლებები ფიქსირდება," - აღბიშნულია მიმოხილვაში.

ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე, მიმდინარე კვირაში სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდა -76%-მდე გაუმჯობესდა, გასული ორი კვირის -79%- თან და -84%-თან შედარებით.

ცნობისთვის, შეზღუდვების შერბილების შემდეგ გაუმჯობესება გრძელდება რესტორნებში დანახარჯებზე. ივლისის პირველ კვირაში წლიურმა ცვლილებამ -24% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system