თავში

რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა გახანგრძლივდა
რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

„გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით (22.05.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით," - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

სააგენტოს განმარტებით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system