თავში

რეგულარული ავიარეისების აღდგენისთვის უკრაინულმა ავიაკომპანიებმა ქართულ მხარეს მიმართეს

რეგულარული ავიარეისების აღდგენისთვის უკრაინულმა ავიაკომპანიებმა
რეგულარული ავიარეისების აღდგენისთვის უკრაინულმა ავიაკომპანიებმა ქართულ მხარეს მიმართეს

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით ქართულ მხარეს თხოვნით მიმართეს.

უკრაინული მედია მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები 1 ივლისიდან აღდგება.

უკრაინის ინსფრასტრუქტურის მინისტრის, ვლადისლავ კრიკლის თქმით, საკითხზე სამსჯელოდ საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

კრიკლის ნათია თურნავამ განუცხადა, რომ საქართველო მზადაა პირველი ივლისიდან საერთაშორისო რეისების განხორციელებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, სწრაფად და სინქრონულად ვიმოქმედოთ, რათა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები აღდგეს. უკრაინულმა ავიაკომპანიებმა უკვე მიმართეს ქართულ მხარეს“, – განაცხადა კრიკლიმ.

საქათთველო-უკრაინის ავიაფრენების აღდგენაზე ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომაც გაავრცელა.

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის“ შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ავიაკომპანიებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ფრენები აღადგინონ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system