თავში

რეკორდულად გაუფასურებული ლარის მონაცემები

რეკორდულად გაუფასურებული ლარის მონაცემები
რეკორდულად გაუფასურებული ლარის მონაცემები

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4494 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა 3.2389 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.2105 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7436 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ 3.4578 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.2858 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 24 მარტს დაადგინა, ხვალიდან, 25 მარტიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი ‭3.4775 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system