თავში

report.ge -ს რედაქტორი "თავისუფალი სიტყვის დამცველი 2020“ გახდა - PHOTO

report.ge -ს რედაქტორი "თავისუფალი სიტყვის დამცველი 2020“ გახდა
report.ge -ს რედაქტორი თავისუფალი სიტყვის დამცველი 2020“ გახდა - PHOTO

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2020 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვა.

report.ge -ს ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებაზე პასუხისმგებელი რედაქტორი, ბელა გელაშვილი, „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2020“ გახდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მადლობას უხდის ჟურნალისტს პასუხისმგებლიანი და ოპერატიული თანამშრომლობისთვის.

საინფორმაციო სააგენტო report.ge ადამიანის უფლებებზე ხშირად წერს. ეკონომიკის განყოფილება განსაკუთრებულ ყურადღებას ბიზნესდავებს უთმობს.

„ჩემი და report.ge -ს სახელით მადლობა მინდა გადავუხადო „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ასეთი აღიარებისთვის. მეორედ მაქვს პატივი ვიყო ადვოკატების რჩეული ჟურნალისტი. „თავისუფალი სიტყვის მცველი“ 2017 წელსაც გახლდით. მე და ადვოკატებს, ძირითადად, ბიზნესდავებზე გვიწევს თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, კერძო საკუთრების უზენაესობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უმთავრესი წინაპირობაა, ამიტომაც ამ მიმართულებით ყველა გადაწყვეტილება ჩემთვის პროფესიულადაც და მოქალაქეობრივადაც მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ბევრია გასაკეთებელი ბიზნესდავების ოპერატიულობასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი, ჟურნალისტებისა და ადვოკატების, თანამშრომლობა კიდევ უფრო დაარწმუნებს ხელისუფლებას, დააჩქაროს ამ პრობლემის მოგვარება,“ - განაცხადა დაჯილდოების შემდეგ ბელა გელაშვილმა.

2020 წელს, “ახალგაზრდა ადვოკატების”აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემადა 13 ჟურნალისტი დაჯილდოვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system