თავში

რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის მხარდაჭერით კმაყოფილია

რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის მხარდაჭერით კმაყოფილია
რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის მხარდაჭერით კმაყოფილია

რესტორნებისთვის საბანკო სესხის პროცენტთან ერთად, ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება რესტორნებისთვის კარგი შეღავათია. ასე აფასებს მთავრობის მხარდამჭერ პაკეტს სარესტორტო ბიზნესისთვის „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ ლიზინგისა და სესხების პროცენტის დაფარვა სარესტორნო ბიზნესში ათასობით ადამიანისთვის ძალიან დიდი შვება იქნება.

შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, მომავალ კვირას უკვე ჩაინიშნა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ბიზნესომბუდსმენთან სფეროში არსებულ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე სამსჯელოდ.

„ასეთი საკითხი ჩვენს სფეროში ბევრია და იმედია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების გარდა, სხვა გადაწყვეტილებებიც დაგვეწევა, რომელიც გარკვეულ შესაძლებლობას მისცემს ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს, შეუმსუბუქდეთ მათ წინაშე დღეს არსებული პრობლემები“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

სარესტორნო ინდუსტრიის თანადაფინანსების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system