თავში

რესტორნების 70%-ი გაკოტრებულია

რესტორნების 70%-ი გაკოტრებულია
რესტორნების 70%-ი გაკოტრებულია

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით,  პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო რესტორნების 70%- მდე დახურული და გაკოტრებულია, 100 ათასმა ადამიანმა კი სამსახური დაკარგა.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სამუშაო საათების გაზრდას და სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა იმდენად დიდია 300 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს და საერთოდ აღარ იარსებებს სარესტორნო სფერო“,-  ამბობს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათამდე მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system