თავში

რესტორნების გახსნის ზუსტი თარიღის დასახელება მთავრობას უჭირს

რესტორნების გახსნის ზუსტი თარიღის დასახელება მთავრობას უჭირს
რესტორნების გახსნის ზუსტი თარიღის დასახელება მთავრობას უჭირს

"რესტორნების გახსნის ზუსტი თარიღის დასახელებას მთავრობა ერიდება, რადგან ეს თარიღი შესაძლოა, რეალურად უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ახლა არსებობს ამაზე ინფორმაცია," -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მისი თქმით, რესტორნების მდგომარეობა მართლაც რთულია და მთავრობას მათთან აქვს პერმანენტული კომუნიკაცია, იმისთვის, რომ ყველა პრობლემა ზედმიწევნით იცოდეს. ამასთანავე, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ხელისუფლებას ამის საშუალება ეძლევა, ის მაქსიმალურად ხსნის ბიზნესსაც და რეგიონებსაც.

„ჩვენ ვმუშაობთ რესტორნებთან, ავუხსნით, რატომ ვერიდებით კონკრეტული თარიღის დასახელებას, შეიძლება ეს თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს მოლოდინი, მაგრამ, რაც მთავარია, მათ გაიგეს ჩვენი ლოგიკა, რომ ყოველკვირეულად ხდება გადახედვა ე.წ დადებითობის მაჩვენებლის. დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება აჭარის მსგავსად და აჭარა კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, სხვა რეგიონებზეც ეს გავრცელდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს, მე მესმის მათი პრობლემების, მესმის, რომ მათი პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, არამედ მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი მოგვცემს საშუალებას ეპიდემიოლოგიური ვითარება, გავხსნათ, მათ შორის, ღია სივრცეები რესტორნებშიც,“- განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ შეუძლებელია, ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიამდე არსებულ ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას. ეტაპობრიობა უნდა ახასიათებს ჩვენს ნაბიჯებს.

მინისტრის თქმით, თუკი ყველა შევასრულებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და პროტოკოლებს და თუკი ყველა ერთად გადავინაწილებთ პასუხისმგებლობას, რესტორნები არა მარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. 

შეგახსენებთ, რესტორნების ნაწილი ხვალ, შაბათს, 30 იანვარს, ბოიკოტის ნიშნად, მიწოდების სერვისს გააჩერებს და მუშაობას 24 საათით შეწყვეტს. რესტორატორთა ასოციაციის განმარტებით, პარალელურად, ჩატარდება საპროტესტო აქციაც. რესტორატორთა განმარტებით, მთავრობა სათანადოდ ვერ აფასებს ბიზნესის უკიდურესად რთულ მდგომარეობას და სექტორი პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system