თავში

რესტორნების თვითნებობას მთავრობის მკაცრი რეაქცია მოჰყვება

რესტორნების თვითნებობას მთავრობის მკაცრი რეაქცია მოჰყვება
რესტორნების თვითნებობას მთავრობის მკაცრი რეაქცია მოჰყვება

მთავრობას რესტორნების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ აქვს და შეხვედრები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი რესტორნების თვითნებური გახსნის საკითხს

მინისტრი იმედოვნებს, რომ რესტორნების მფლობელები კანონს არ დაარღვევენ.

„გასაგებია, რომ იმის გამო რომ რესტორნები არა აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე მათ აქვთ უკმაყოფილება. მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას რა თქმა უნდა მოჰყვება მკაცრი რეაქცია. მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან ერთად, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჩვენ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, ჩემი თხოვნა იქნება და დიდ იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის“, - განაცხადა მინისტრმა და მზადყოფნა გამოთქვა სექტორთან შეხვედრისთვის.

შეგახსენებთ, შაბათს, 6 თებერვლიდან რესტორნები თვითნებურ გახსნას გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system