თავში

ფინანსთა სამინისტრო: რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკი არ არსებობს

რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკი არ არსებობს
ფინანსთა სამინისტრო: რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკი არ არსებობს

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, პანდემია გაუთვალისწინებელი ვალდებულებების წარმოქმნის რისკებს ზრდის. მათივე განმარტებით, საინვესტიციო პროექტებში შეფერხებაა, წელს 5 საინვესტიციო პროექტისთვის გამოყოფილი კრედიტი 0%-ითაა ათვისებული. 2020 წლის 8 თვეში საკრედიტო სახსრების ათვისება 60%- ზე ნაკლებია 14 პროექტის შემთხვევაში. მოხსენების თანახმად, 14 საინვესტიციო პროექტზე 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო ჯამურად 125.4 მლნ ლარის ათვისება, საიდანაც 8 თვეში ათვისებულია მხოლოდ 20%, შესაბამისად,104 მლნ ლარი აუთვისებელი დარჩა.

საკითხი ფინანსთა სამინისტრომ განმარტა. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე.

„რეალური სურათი, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს არის შემდეგი:

პანდემიის პირობებში, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიმდინარე წელს ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შედეგადაც 600 მლნ ლარით შემცირდა ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შემცირდა იმგვარი პროგრამების დაფინანსება, რომელთა ათვისებაც დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ განხორციელდა და აღნიშნული თანხები მაქსიმალურად მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად, როგორც სოციალური ისე ჯანდაცვის მიმართულებით.

რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, COVID-19-ის პანდემიის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, აღნიშნული ტენდენცია კვლავ გაგრძელდა და დღესაც, ბიუჯეტის ხარჯვა მაქსიმალური შეზღუდვებით მიმდინარეობს იმისათვის, რომ არსებული ეკონომიები ერთი მხრივ, მოხმარდეს ანტიკრიზისული პაკეტებით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მეორე მხრივ, მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობებს, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, მიიმართოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვითი ღონისძიებების მხარდაჭერისკან“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system