თავში

რეზერვებთან დაკავშირებით სებ-ის პოლიტიკა დადებითად ფასდება

რეზერვებთან დაკავშირებით სებ-ის პოლიტიკა დადებითად ფასდება
რეზერვებთან დაკავშირებით სებ-ის პოლიტიკა დადებითად ფასდება

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეზერვებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორია და გაცვლითი კურსის სტაბილურობას მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს. გარდა ამისა, როგორც ,,ევროპული უნივერსისტეტის" პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, რეზერვების ხარჯვით გარკვეულწილად ბალანსდება ის დანაკარგი, რასაც საქართველოს ეკონომიკა ტურიზმის ჩავარდნის გამო განიცდის.

,,ეროვნული ბანკი ამბობს, რომ რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით სწორ პოლიტიკას ატარებს, რაშიც მას ვეთანხმები. სებ-ი რეზერვების საშუალებით ყიდულობს და ყიდის მაღალი კლასის სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდებს. გარკვეულწილად, უზრუნველყოფს შემოსავლებს და ასეც უნდა იქცეოდეს. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ეფექტურად იყენებს ამ რეზერვებს, ამაზე პასუხი აუდიტის სამსახურმა უნდა გასცეს. რეზერვების გამოყენების შედეგად შემოსავლები თუ იზრდება, გამოდის, რომ სწორად იმართება, თუ პირიქით ხდება და შემოსავლები მცირდება, უნდა განიმარტოს მიზიზი, აქ შეიძლება იყოს ობიექტური, ასევე სუბიექტური გარემოებები. ჯამში, რეზერვები გვაქვს და ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკას თუკი აღვადგენთ, რეზერვების ზრდას ისევ შევძლებთ.  სავალუტო ინტერვენციები ბოლო დროს გააქტიურებული, ყოველკვირეულად სებ-ს გააქვს ბაზარზე  40 მლნ დოლარი და ცდილობს გასათველი კურსის მხარდაჭერას, ვალუტის მიწოდებას ბაზრისთვის, რაც ეკონომიკას ტურიზმის შემცირებით დააკლდა. სავალუტო შემოდდინებები მცირდება, ამიტომ ბალანსის მეტნაკლებად შენარჩუნება აუცილებელია, სებ-ის ქცევაც ამით არის განპირობებული", - ამბობს თუთბერიძე report.ge-თან და დასძენს, რომ რეზერვების ხარჯვით სებ-ი ასევე ახერხებს, რომ კურსის მყისიერი ცლილება არ მოხდეს. 

ამდენად, თუთბერიძის აზრით, ეროვნული ბანკი იყენებს ამ რეზერვებს, ღია ბაზრის პოლიტიკას და იმ ინსტრუმენტებს, რაც ხელს უწყობს გაცვლითი კურსის სტაბილურობას, რის გამოც სებ-ის მიმართ კრიტიკას მეცნიერი უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: "გლობალური პასუხი COVID-19-ს: ღია საუბარი გამოწვევებისა და მიზნების შესახებ".

კობა გვენეტაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აისახა COVID-19 პანდემია ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პროცესზე, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი დისტანციურად და როგორი მოდელი შეიძლება სამომავლოდ ჩამოყალიბდეს ეროვნულ ბანკში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system