თავში

რეზიდენტი ვიზიტორების ტურისტული ვიზიტები შემცირდა

რეზიდენტი ვიზიტორების ტურისტული ვიზიტები შემცირდა
რეზიდენტი ვიზიტორების ტურისტული ვიზიტები შემცირდა

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 663.3 ათასით განისაზღვრა, რაც 6.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის მიხედვით,  2020 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (38.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

რაც შეეხება დედაქალაქის ფაქტორს შიდატურიზმში,  გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 40.8 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში, - საშუალოდ 262.9 ათასი ვიზიტი თვეში. 

ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 6.9 პროცენტით შემცირდა. 2020 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 219.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 1.4 პროცენტით და 167.0 ლარს უტოლდება.

2020 წლის მესამე კვარტალში წლიურ ჭრილში  საქართველოში შიდატურიზმი 2.3 პროცენტით გაიზარდა. 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 148.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 312.2 ათასი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2.3 პროცენტით მეტია 2019 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system