თავში

რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები იფიცებიან

რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები იფიცებიან
რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები იფიცებიან

რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის 30%-ით მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის ნიშნად იფიცებიან. მუშებს მხარდაჭერას უცხადებს პროფკავშირების გაერთიანება". მათი ინფორმაციით, ამ მოთხოვნით მუშაობას აჩერებს დაახლოებით 200 ადამიანი.

დამსაქმებელი კომპანია “ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი” გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნას განიხილავს, თუმცა მათთვის მუშების პროტესტის ფორმა მიუღებელია. 

"ვთხოვეთ მათ, რომ გამოეყოთ წარმომადგენელი, 10-15 კაცი, ვისთან ერთადაც გავივლიდით ამ საკითხს, ასევე ვითხოვეთ 1 კვირა განსახილველად, მაგრამ ჯერჯერობით ამაზეც არ მოდიან. რაც შეეხება ხელფასებს, მას კვალიფიკაციის მიხედვით გავცემთ, - ვინც მეტად კვალიფიცირებულია, მეტი ხელფასი აქვს, ნაკლები კვალიფიკაციისას - ნაკლები", — აცხადებენ “ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფში”.

გაფიცულთა თქმით, დღიური ანაზღაურება 28 ლარია, რაც, მაღალი ინფლაციის ფონზე, თავის სარჩენადაც კი არ კმარა.  “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები" სრულ მხარდაჭერას უცხადებს მუშებს.

“28 ლარი აქვთ დღეში ხელფასი და ითხოვენ 30%-ით გაზრდას. არავისთვის არის ზღაპარი, რომ სამომხმარებლო კალათა სერიოზულად გაძვირებულია, ინფლაცია კრიტიკულ ზღვარზეა და ამ ადამიანების ყოფა-ცხოვრებაც გაუარესდა. შესაბამისად, რაც არ უნდა ვარწმუნოთ ეს ხალხი, რომ არ არის ამის შესაძლებლობა და შეუძლებელია ხელფასების მატება, მშიერი ოჯახები და კრიტიკული მდგომარეობა თავის სიტყვას ამბობს. ამიტომ გონს უნდა მოეგოს დამსაქმებელი და შეუსრულონ ამ ადამიანებს მოთხოვნა. ჩვენი წარმომადგენლები უკვე მიდიან ადგილზე და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ადამიანებს”, — ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების" პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system