თავში

"რიყის დოქები" 71 250 000 ლარად იყიდება

"რიყის დოქები" 71 250 000 ლარად იყიდება
რიყის დოქები  71 250 000 ლარად იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად კვლავ გამოიტანა. ამჯერად ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება, რისთვისაც არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ცნობისთვის ეს ობიექტი 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა, ანუ უძრავი ქონება არავინ იყიდა. 

კიდევ უფრო მანამდე ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ, თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა მერიას გამოენახა.

ცნობისთვის, უფრო ადრე, "რიყის დოქებში" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა ჰქონდა.

რიყის პარკში მდებარე ნაგებობის აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. 2016 წელს designboom.com-ის რეიტინგში ე.წ. "რიყის დოქები", მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ამ დრომდე იქ არაფერი ხდება. ობიექტის გარე ფასადი წლების განმავლობაში დაგროვილი სქელი მტვრითაა დაფარული. მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნაგებობით რამდენიმე კომპანია იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ინტერესი საქმედ ვერ იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system