თავში

"რიყის დოქები" ისევ არავინ იყიდა - PHOTO

"რიყის დოქები" ისევ არავინ იყიდა
რიყის დოქები ისევ არავინ იყიდა - PHOTO

რიყის დოქები ვერ გაიყიდა. რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა.

ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქების გაყიდვის მიზნით ელექტრონული აუქციონი 5 თებერვალს გამოაცხადა. ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო და მყიდველი ვალდებულებას აიღებდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსის, რაც უნდა მოიცავდეს ,მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს, თეატრს , საგამოფენო,საკონფერენციო სივრცეს ან სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოფა მოეხდინა. ამასთან , არსებული საინვესტიციო პირობებით, ინვესტორი ვალდებული იქნებოდა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

შეგახსენებთ, მანამდე, ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ, თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა მერიას გამოენახა. 

ცნობისთვის, უფრო ადრე, "რიყის დოქებში" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა ჰქონდა.

რიყის პარკში მდებარე ნაგებობის აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. 2016 წელს designboom.com-ის რეიტინგში ე.წ. "რიყის დოქები", მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ამ დრომდე იქ არაფერი ხდება. ობიექტის გარე ფასადი წლების განმავლობაში დაგროვილი სქელი მტვრითაა დაფარული. მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნაგებობით რამდენიმე კომპანია იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ინტერესი საქმედ ვერ იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system