თავში

"რიყის დოქები" კვლავ უფუნქციოდაა

რიყის დოქები კვლავ უფუნქციოდაა
რიყის დოქები კვლავ უფუნქციოდაა

ე.წ. „რიყის დოქების“ მიმართულებით ინვესტორებთან დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი დიდი მოცულობის ფინანსები გახდა, რაც დოქებისთვის კონკრეტული ფუნქციების მოძებნისთვის არის საჭირო. მერის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არცერთ ინვესტორთან არ მიმდინარეობს.

„რამდენიმე მოლაპარაკება-შეთავაზება გვქონდა კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებთან, თუმცა სამუშაოების მოცულობებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი თანხებია ჩასადები იმისთვის, რომ იქ არსებული სიტუაცია მოწესრიგდეს. უარი განაცხადეს, თუმცა, კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვხატავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ერთობლივად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ფართის გადაცემა კონკრეტულ ინცესტორზე, მისი მოწესრიგება და გამოყენება ჩვენი ქალაქისთვის. ამ ეტაპზე არცერთ ინვესტორთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რიყის პარკში მდებარე ნაგებობის აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. 2016 წელს designboom.com-ის რეიტინგში ე.წ. "რიყის დოქები", მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ამ დრომდე იქ არაფერი ხდება. ობიექტის გარე ფასადი წლების განმავლობაში დაგროვილი სქელი მტვრითაა დაფარული. მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნაგებობით რამდენიმე კომპანია იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ინტერესი საქმედ ვერ იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system