თავში

გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს "რიყის დოქებში" ღვინის მუზეუმის მოწყობის იდეა აქვს

"რიყის დოქებში" ღვინის მუზეუმის მოწყობის იდეა აქვს
გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს რიყის დოქებში ღვინის მუზეუმის მოწყობის იდეა აქვს

გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს "რიყის დოქებში" ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა აქვს. 

დავით სონღულაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ღვინის მუზეუმი რაიმე კონკრეტულ ადგილთან უნდა იყოს ბმაში

მისი განმარტებით, საქართველო ღვინის სამშობლოა და ღვინის მუზეუმისთვის ნებისმიერი ადგილი შესაფერისია.

" სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გვქონდა ძალიან საინტერესო პროექტები, მომავალი წლიდანაც იქნება მცირე მარნების ხელშეწყობის პროგრამა - ეს არის ყველაზე სწორი და განვითარებული ქართული ღვინის მუზეუმის კონცეფცია. ეს მარნები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მუზეუმი იყოს აქტიური, ფუნქციური და განვითარებადი.უმჯობესი იქნება იყოს ეს მუზეუმი იქ, სადაც ცოცხლად ხდება ამის განვითარება, ეს არის ნებისმისერი ის რეგიონი, სადაც მეღვინეობის განვითარება ხდება და ალბათ სწორი იქნება, რომ ეს იყოს თუნდაც მეღვინეობის მუნიციპალიტეტში," - განაცხადა დეპუტატმა.

რიყის პარკში მდებარე "რიყის დოქების" აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. 

იტალიელი არქიტექტორის,  მასიმილიანო ფუკსასის, მიერ დაპროექქტებული შენობა 2016 წელს designboom.com-ის რეიტინგში მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system