თავში

რის ეჭვს უჩენს ანაკლიის კონსორციუმს ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანება

რის ეჭვს უჩენს ანაკლიის კონსორციუმს ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანება
რის ეჭვს უჩენს ანაკლიის კონსორციუმს ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ ფოთის პორტი არ წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივას.

კონსორციუმი მიიჩნევს, რომ ფოთის მოძველებული პორტის განახლების ან მის მიმდებარედ, ჩრდილოეთით ახალი პორტის მშენებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება, საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზანს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ მისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ფოთში უფრო საინტერესოა, ვიდრე ანაკლიაში. ამ უკანასკნელზე კი, პირველი არჩევანი საფუძვლიანი მსჯელობის შედეგად გაკეთდა 2014 წელს განხორციელებული დამოუკიდებელი ექსპერტების ანალიზის საფუძველზე. ცოტა ხნის წინ ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ – „ეი-პი-ემ ტერმინალს“ (APMT) გამოაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან მიიღო მიწათსარგებლობის ნებართვა. მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. გარდა ამისა, გაუგებარია მთავრობის ნაბიჯები. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გასცა მთავრობამ იგივე მიწათსარგებლობის ნებართვა კომპანიაზე APMT, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩამოერთმია. უფრო მეტიც, მთავრობამ განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის გამოცხადების განზრახვის შესახებ. მთავრობის ასეთი არათანმიმდევრულობა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებსა და კრედიტორებს“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შეფასებით, ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს. მისი შეფასებით, ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ფოთის პორტი არ შეიძლება მიჩნეული იქნას მისაღებ ალტერნატივად. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომანაკლია საუკეთესო ლოკაციად უმაღლესი კლასის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system