თავში

რის ხარჯზე ინარჩუნებს დადებით ტრენდს გზავნილები

რის ხარჯზე ინარჩუნებს დადებით ტრენდს გზავნილები
რის ხარჯზე ინარჩუნებს დადებით ტრენდს გზავნილები

მართალია, მოცულობითი ზრდა არ არის, მაგრამ ფულადი გზავნილების დადებითი ტრენდი მეტნაკლებად შენარჩუნებულია. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის მიუხედავად, გზავნილებს რისკი არ შექმნია. ამის მიზეზი, როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე აღნიშნავს, იმ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, საიდანაც გზავნილების ზრდა ფიქსირდება. მისი ვარაუდით, ემიგრანტების ამ ნაწილს სამსახური შენარჩუნებული აქვს ან ხარჯავს დანაზოგს, რითაც სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს ეხმარება.

,,შემთხვევითი არ არის, რომ გზავნილები კლების მიუხედავად, მაღალ დონეზეა აზერბაიჯანიდან და უკრაინიდანაც, ეს ხდება არა მარტო ეკონომიკური მდგოამრეობის გამო, გარკვეულწილად შეიძლება უკავშირდებოდეს სამეურნეო საქმიანობის გაძლიერებას და ჩვენი მიგრანტების აქტიურობას. აღსანიშნავია ასევე, რომ ზოგიერთი აზერბაიჯანელი და უკრაინელი ბიზნესმენი თავის ბიზნესსფლობენ საქართველოში და ამანაც შეიძლება დაასტიმულიროს გზავნილები. თუმცა, უმეტესად გზავნილები მოდის აქ დარჩენილი ოჯახების შესანახად და მათ მიერ წამოწყებული მცირე ბიზნესების განვითარებისთვის, რაც დღეს უკვე საფრთხეშია. ამ თვალსაზრისით, ნეგატიური გავლენა დიდი იქნება როგორც ქალაქად მაცხოვრებლების, ასევე რეგიონების მოსახლეობაზეც. თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში, ნაცნობობის წრე შედარებით ვიწროა და შესაძლებლობებიც შეზღუდულია. მათი მდგომარეობა სხვებზე მეტად გაუარესდება. ჯამში, თუკი ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ დიდხანს დარჩება მძიმე, შეიძლება ამან გზავნილების მნიშვნელოვანი კლება გამოიწვიოს, რადგან ემიგრანტებს დასაქმების პრობლემა შეექმნებათ. არ გამოვრიცხავ, დროთა განმავლობაში ნაწილი დაბრუნდეს, განსაკუთრებით შუა ხნის საკს გადაცილებული მოქალაქეები, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოიკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგს მიიღებს ვირუსთან დაკავშირებული პროცესები", - ამბობს გივი მომცელიძე.

შეგახსენებთ, რომ ფულადი შემოდინებები 2021 წლის 5-11 იანვრის პერიოდში 17%-ით გაიზარდა, რაც მცირედით გაუარესებული მაჩვენებელია წინა კვირასთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

2021 წლის 1-7 იანვარს ფულადი გზავნილების წლიურ ჭრილში 30%-ით გაიზარდა. შემოდინებები აზერბაიჯანიდან ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system