თავში

რის საფუძველზე დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი

რის საფუძველზე დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი
რის საფუძველზე დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი

,,ევროპის უნივერსიტეტის" პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე მონეტარული პოლიტიკის ცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას report.ge-თან აფასებს. თუთბერიძე ფიქრობს, რომ განაკვეთის ზრდა ეკონომიკურ აქტივობას შეასუსტებდა, კლებას - არჩევნების გამო ბევრი გაურკვეველი სიტუაცია მოყვებოდა, ამიტომ სავსებით სწორია, რომ რეფინანსირების განაკვეთი არ შეიცვალა. 

,,ამ ეტაპზე სებ-მა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პრინციპში, მაკროეკონომიკურად თუ შევაფასებთ, არსებული ეკონომიკური სიტუაცია პრაქტიკულად არ იცვლება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რაც covid-19-მა გამოიწვია. გარკვეულწილად, მთავრობის პოლიტიკის გამოც, რადგან მიმაჩნია, რომ იგი გამოწვევებს მაინც და მაინც ვერ პასუხობს ადეკვატურადიზრდება. ეს ფაქტორები გათვალიწინებული უნდა იქნას, რაც სებ-მა მხედველობაში იქონია. ინფლაცას თუ დავაკვირდებით, ბოლო პერიოდში მას აქვს კლების ტენდენცია - 3,8%-ია და თითქმის უახლოვდება მიზნობრივ ნიშნულს - 3%-ს. ამასთან, იმპორტი არ გაზრდილა, ექსპორტი პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს და ასევე ფულადი გზავნილებიც ზრდადია. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი. ეროვნული ბანკი უნდა დააკვირდეს მოვლენების განვითარებას, მით უმეტეს, წინ არჩენებია და როგორ მოიქცევა ფასები და რა სიტუაცია იქნება, ჯერ კიდევ გაურკვეველია", - განმარტავს გოჩა თუთბერიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ბანკი ამ გადაწყეტილების მიზეზს განმარტავს. კერძოდ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. მათივე განმარტებით, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system