თავში

რის საფუძველზე გაუარესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

რის საფუძველზე გაუარესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
რის საფუძველზე გაუარესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე covid-19-თან დაკავშირებულ მდგომარეობას მიიჩნევს მთავარ ფაქტორად, რის გამოც ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა. 

,,საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტები დაკვირვებას ახორციელებენ არა მარტო სამეწარმეო აქტიურობაზე, არამედ ზოგადად საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, covid-19-თან დაკავშირებულ გარემოებებზე. 15 სექტემბრის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობითა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობით  წინა 7 თვის ჯამურ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ. როდესაც ასეთი მასშტაბური ზრდაა, ეს გავლენას ახდენს სამეწარმეო აქტიურობაზე, რაც გამოხატულებას პოულობს მაკროეკონომიკური პარამეტრების მაჩვენებელშიც. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ EBRD-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეგვიმცირა. სამომავლოდ სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერაც გაკეთდება პროგნოზი, რაც სავარაუდოდ, ასევე ნეგატიური იქნება. ყველაფერი დამოკდიებულია ეპიდემიურ სიტუაციაზე, რამდენად შევძლებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას.   ჯერჯერობით ეპიდემია აღმავალი გზით მიდის და ყოველდღე ანტირეკორდი მყარდება, მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით", - აცხადებს სტატისტიკოსი.

მისი თქმით, სამომავლოდ მოვლენების განვითარება დამოკიდებული იქნება მოქალაქეებზეც, რამდენად შეძლებენ ისინი მტავრობის ღონისძიებებს ფეხი აუწყონ, რადგან, როგორც არჩვაძე ამბობს, სავალალო მდგომარეობაში ქვეყანა სწორედ მოქალაქეების დაუდევრობის გამო აღმოჩნდა, რადგან არ ხდება რეგულაციებისა და რეკომენდაციების სათანადო დაცვა.

,,ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობაც და ეპიდსიტუაციაც გაუარესებულია. ბევრი რამე დამოკიდებულია არა მარტო ხელისუფლებისა და მედიკოსების თავდადებაზე, არამედ მოსახლეობის ელემენტარულ ქცევაზეც, როცა მასობრივი თავშეყრის ადგილებში ხდება ელემენტარული მოთხოვნისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის ტოტალური უგულებელყოფა, იქ, როგორც იტყვიან, ერთი ხელით ტაში არ დაიკვრებვა. საზოგადოებამაც ფეხი თუ არ აუწყოს აღნიშნული მოთხოვნილებების შესრულებას,წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი სავალალო იქნება ყველასთვის. საქართველო ვერ მიმართავს რეპრესიულ ზომებს, როგორც ზოგიერთი ქვეყანა იქცევა, ჩვენი მენტალიტეტისთვის ასეთი რამ უცხოა, ამიტომ მოქალქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა არის გადამწყვეტი, მხოლოდ მაშინ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას", - ამბობს არჩვაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობს. მომავალ წელს კი, EBRD-ის ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ 3.5%-იანი ზრდა იქნება.

EBRD-ის მიხედვით, წელს ეკონომიკა მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში 4.5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი, ეკონომიკური აღდგენა მხოლოდ 2.5%-ით მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system