თავში

რის სანაცვლოდ ტოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს - ბრექსითის ფასი

რის სანაცვლოდ ტოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს - ბრექსითის ფასი
რის სანაცვლოდ ტოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს - ბრექსითის ფასი

„ბრექსითი“ დიდ ბრიტანეთს 200 მილიარდ ფუნტზე მეტი დაუჯდება.

"ბიზნესინსაიდერი"  წერს, ამ ზარალს ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შენელებით მიიღებს. 

გამოცემის ცნობით, თანხა, რომელიც ბრიტანეთის ბიუჯეტს წელს დააკლდება,თითქმის უტოლდება ამ ქვეყნის მიერ ევროკავშირის ბიუჯეტში 47-წლიან შენატანს. 1973 წლიდან 2020 წლამდე, ქვეყანას ევროკავშირში წევრობისთვის გადახდილი აქვს 215 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.

Bloomberg Economics-მა კი ბრიტანეთის ზარალი დათვალა და აღმოჩნდა, რომ  ბრექსითისთვის მხარდაჭერიდან ქვეყანამ130 მილიარდ ფუნტი იზარალა. ანალიტიკოსები 2020 წლის ბოლომდე ზარალის 70 მილიარდით გაზრდას პროგნოზირებენ.

ამჟამად ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა 3%-ით ნაკლებია, ვიდრე ბრექსითის რეფერენდუმამდე იყო(2016 წელი). ქვეყანა ბევრად ჩამორჩება G7- ის სხვა ქვეყნებს.



ანალიტიკოსების შეფასებით, ბრიატანეთისადმი ბიზნესის ნდობა და ინვესტიციებუ შემცირებულია 2% -იდან 1% -მდე, თუმცა, ბრიტანეთის მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი და ბიზნესს "განახლების ათწლეულს" ჰპირდება, რომელიც  გადასახადების შემცირებასა და ინვესტიციისთვის იაფი სესხის მიღების შესაძლებლობაში გამოიხატება.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვარს უნდა დატოვოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system