თავში

რისი ყიდვა დასჭირდა საქართველოს იმპორტით პანდემიისას

რისი ყიდვა დასჭირდა საქართველოს იმპორტით პანდემიისას
რისი ყიდვა დასჭირდა საქართველოს იმპორტით პანდემიისას

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2020 წლის საგარეო ვაჭრომის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის მიხედვით, პანდემიურ 2020 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი).

საქსტატის მიხედვით, 2020 წელს საქართვერლომ ყველზე მეტი ოდენობით სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მსუბუქი ავტომობილები და ფეროშენადნობები დააექსპორტა. 

შგახსენებთ, პანდემიამ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურ ჭრილში 14.8 პროცენტით შეუმცირა. საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

შეგახსენებთ, პანდემიის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა ადგილობრივი ექპორტის წილის ზრდა მთლიან ექსპორტში. 2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system