თავში

ეროვნულმა ბანკმა რისკების ეფექტურად მართვის ერთგვარი სახელმძღვანელო გამოსცა

რისკების ეფექტურად მართვის ერთგვარი სახელმძღვანელო
ეროვნულმა ბანკმა რისკების ეფექტურად მართვის ერთგვარი სახელმძღვანელო გამოსცა

საფინანსო სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემთა მეცნიერებაზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება სულ უფრო ფართო სახეს იღებს მსოფლიო მასშტაბით. აღნიშნული ზრდის ეფექტიანობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილების ხარისხსაც, თუმცა ამავე დროს თან ახლავს სპეციფიკური რისკები. მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება ქართულ საფინანსო სექტორშიც იზრდება. მათი ჯანსაღი გამოყენების წასახალისებლად და პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მოდელის რისკის მართვის დებულება.

საჯარო კონსულტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონაცემებზე ორიენტირებული მოდელის რისკის მართვის შესახებ დებულების პროექტს აქვეყნებს. დებულების მიზანია მოდელის რისკის მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და რისკების ეფექტურად მართვის ხელშეწყობა.

როგორც report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მოდელის რისკის მართვის დებულება განსაზღვრავს მოდელის აგების, ვალიდაციისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები მოდელის მართვასთან დაკავშირებით. დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება, მისი დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის.

პროექტზე მოსაზრებების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2020 წლის 4 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system