თავში

რისკი თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაში

რისკი თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაში
რისკი თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაში

თურქეთთან ვაჭრობას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ქართული ეკონომიკის ,,აქილევსის ქუსლად" მიიჩნევს. მისი თქმით, ადგილობრივი ბაზარი ფაქტობრივად წალეკილია თურქული პროდუქციით, თუმცა ექსპორტი მინიმალურ დონეზეც ვერ ხორციელდება, რაც დიდ  ზიანს აყენებს საქართველოს. და თურქეთი ამით მაღალ მოგებას იღებს. კერძოდ, სტატისტიკოსის გათვლით, თურქული პროდუქციის რეალზიაციით საქართველო თურქეთში დამატებით 70 000 სამუსაო დგილს ქმნის, რაც ქვეყნისთვის დიდი სამუშაო ძალაა.

,,თურქეთი საქართველოს  ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ჩვენი ექსპორტით თურქული იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი კრიტიკას ვერ უძლებს. ექსპორტი დაახლოებით 13%-ის ფარგლებშია და ამ მიმართულებას სერიოზული ყურადღება სჭირდება, რადგან ჩვენი შიდა ბაზარი თურქულ საქონელს ფაქტობრივად დაპყრობილი აქვს. იმის გამო, რომ მომსახურების ყველა სფეროში თურქულ საქონელს ვყიდულობთ, ამით თურქეთში ვქმნით დამატებით სულ ცოტა, 70 ათას სამუშაო ადგილს. ჰიპოტეტურად წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთბაშად უარი თქვას თურქული საქონლის შეძენაზე - კვების პროდუქციის დაწყებული და დამთავრებული ტექსტილიტა და სანტექნიკის ნაწარმით, ერთბაშად თურქეთში უმუშევრობა 70 ათასი კაცით გაიზრდება. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევქმნათ ჩანაცვლების რესურსი და თურქულ საქონელზე დამოკიდებულება შვამციროთ. ცხადია, იმპორტზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ უნდა გავზარდოთ ჩვენი სავაჭრო საექსპორტო პოტენციალი თურქეთის მიმართულებით. ეს უნდა იყოს უახლოესი წლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება . ჩინეთი რა თქმა უნდა დიდი სავაჭრო პარტნიორია, გლობალური მოთამაშე, რომელთანაც იმპორტი ასევე მაღალ მაჩვენებელზეა, მაგრამ გაცილებითი დიდი საფრთხე თურქეთს უკავშირდება, რადგან მეზობელ ქვეყანასთან დიდი სავაჭრო დისბალანსი თურქეთთან ეკონომიკისთვის მძიმე შედეგის მომტანია", - განმარტავს სოსო არჩვაძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი თურქეთში 13 208.1 ათასი დოლარით, საქათველოში თურქული იმპორტი კი 171 821.9 ათასი დოლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 287.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 061.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (991.8 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system