თავში

რისთვის და ვისთვის ქმნის სემეკი ახალ პლატფორმას

რისთვის და ვისთვის ქმნის სემეკი ახალ პლატფორმას
რისთვის და ვისთვის ქმნის სემეკი ახალ პლატფორმას

სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, რომელიც მზად სემეკს მომავალ კვირას ექნება, მომხმარებელს შეეძლება, გამოიანგარიშოს გახარჯული გაზისა და ელექტროენერგიისთვის გადასახდელი თანხა და ასევე, უარი თქვას ამ გადასახადის სახელმწიფო მიერ დაფინანსებაზე, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, პლატფორმა ტექნიკარად ასე იმუშავებს: დაფინანსებაზე უარის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გაეგზავნება კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც აბონენტს გადასახადს ჩვეულებრივი წესით დაურიცხავენ.

პლატფორმაზე მუშაობა სემეკ-მა გუშინვე დაიწყო და დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ პლატფორმა მომდევნო კვირაში მზად იქნება.

„ვვარაუდობთ, რომ მომდევნო კვირისთვის უკვე იქნება პლატფორმა და მივაწვდით აუცილებლად მომხმარებელს ინფორმაციას, რომელ ვებგვერდებზე გათავსდება ის, სად შეეძლებათ, ნახონ და განახორციელონ შესაბამისი ქმედებები“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა სამი თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს იმ მომხმარებელს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system