თავში

რისთვის და ვისთვის შეიქმნა ახალი სავაჭრო პლატფორმა "ჯიბე"

რისთვის და ვისთვის შეიქმნა ახალი სავაჭრო პლატფორმა "ჯიბე"
რისთვის და ვისთვის შეიქმნა ახალი სავაჭრო პლატფორმა ჯიბე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მალფუჭებადი სურსათის ბაზარზე დროული განთავსებისთვის შექმნილია ახალი სავაჭრო პლატფორმა „ჯიბე“.

მისი თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზრუნავს პროცესის კოორდინაციაზე, მათ შორის მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში გამყიდველებს, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის კომუნიკაციის დამყარების მიმართულებით.

ამისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, არის სპეციალური საბითუმო-სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც სპეციალურად საგანგებო პირობების შემთხვევაში განისაზღვრა ვაჭრობის ახალი პლატფორმა, სადაც ფერმერებს შეეძლებათ, მოვაჭრეებს ბითუმად მიაწოდონ თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი პროდუქტი. ფაქტობრივად, თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი, ორგანიზებული სავაჭრო პლატფორმა, რათა სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება. როცა ვსაუბრობთ აგრარულ ბაზრებზე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ ხშირ შემთხვევაში საუბარი გვქონდა ნაკლებად მოწესრიგებულ სავაჭრო სივრცეებთან, სადაც დაავადების გავრცელების რისკი იყო შედარებით მაღალი, ვიდრე ორგანიზებულ, მოწესრიგებულ სავაჭრო ობიექტებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შეჩერდა,

მათი ფუნქციონირება მხოლოდ სტანდარტების დაცვის შემთხვევაში განახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system