თავში

რისთვის სჭირდება სესხები მცირე და საშუალო ბიზნესს

რისთვის სჭირდება სესხები მცირე და საშუალო ბიზნესს
რისთვის სჭირდება სესხები მცირე და საშუალო ბიზნესს

სპეციალისტების ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული საბანკო ვალდებულებები ლიკვიდობის შენარჩუნებისა და მანამდე არსებული სესხების გასტუმრებას ხმარდება. ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, პანდემიის ფონზე, როცა კომპანიები გაჩერებული არიან, კიდევ უფრო სჭირდებათ სესხები, რათა მუდმივი ხარჯები შეინარჩუნონ. 

,,ლიკვიდობის პაკეტების შეთავაზება არის კომერციული ბანკების საქმე. ისინი არსებობენ იმისთვის, რომ ლიკვიდობის პაკეტები შესთავაზონ ბიზნესებს. აშკარაა, რომ ბანკები გრძელვადიან ეკონომიკაზე ორიენტირებულ სესხებს ნაკლებად გასცემენ. ამ დროს მათი პირდაპირი დანიშნულებაა, რომ ბიზნესებს შესთავაზონ შესაბამისი რაოდენობის ლიკვიდობა, როდესაც უჭირთ ფულის მოძრაობა და ბიზნესი ქეშის დეფიციტს განიცდის", - ამბობს ცომაია.

მისი თქმით, თვითონ ბანკებს აქვთ მაღალი ლიკვიდობა მოცემულ ეტაპზე, რაც ეროვნული ბანკისგანაც არის უზრუნველყოფილი და, ამასთან, საკმაოდ დიდი გრანტიც აქვთ აღებული საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან.

,,ეპიდემირი პერიოდში ბიზნესისა და ბანკების ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ბიზნესის უმრავლესობა მიმართავს სესხს,  რადგან ბრუნვა შემცირებული აქვს და ამით გაკოტრებისგან იცავს თავს. ასე მოქმედებს ბიზნესების უმეტესობა მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივ პერიოდში. თუმცა პანდემიის ფონზე, როცა გაჩერებული არიან, კიდევ უფრო სჭირდებათ სესხები, რათა მუდმივი ხარჯები შეინარჩუნონ. თუმცა ასობით კომპანიაა, რომელსაც შექმნილ სიტუაციაში სესხით სარგებლობის შესაძლებლობაც არ აქვს და თავი გაკოტრებულებად გამოაცხადეს", - დასძენს აკაკი ცომაია report.ge-თან.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-სთან ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებულნი კორონავირუსის კრიზისამდეც იყო. პანდემიის განმავლობაში, ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის შემუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system