თავში

რით აპირებს მთავრობა ეკონომიკის "ამოქოქვას"

რით აპირებს მთავრობა ეკონომიკის "ამოქოქვას"
რით აპირებს მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზეა, პრეკრიზისულ პერიოდში. მინისტრის განმარტებით, ეკონომიკური გუნდი ქვეყანას ამზადებს შეხვდეს პოსტკრიზისულ პერიოდს.

"ვცდილობთ დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას, რომ კვლავ ამოიქოქოს კრიზისის დამარცხების შემდეგ, მიაღწიოს წინა ნიშნულებს, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალების თანახმად, ამ გეგმაში ავსახავთ და ავამოქმედებთ ყველა უკვე არსებულ ბერკეტს, იქნება ეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ახლა მაგალითად, პირბადეებს ვკერავთ, სხვადასხვა სადეზინფექციო და სამედიცინო დაცვის საშუალებებს ვაწარმოებთ და ასე სწრაფად ვრეაგირებთ ვითარებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება ქართული წარმოების განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება.

„ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება პირველ რიგში, განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი, ინდუსტრიები, ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკული პროდუქტებით. ყველგან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი რესურსით დავაკმაყოფილოთ საკუთარი ბაზარი, ვითარება გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და ჩვენ ამას ერთად აღვასრულებთ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში” სრულად გადაეწყობა ახალ ამოცანებზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი გაგვაჩნია საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომელიც მართალია, წინა პერიოდში არ იყო მაინც და მაინც მოთხოვნადი, რადგან ეკონომიკა ვითარდებოდა ძალიან მაღალი ტემპით, არანაირი პრობლემა არ იყო ბანკებიდან სესხის მოზიდვა ჯანსაღი ბიზნესებისთვის და ჩვენი ბიზნესი უპირატესად ჯანსაღი იყო, აქედან გამომდინარე საკრედიტო-საგარანტიო სქემა, როგორც თანაუზრუნველყოფის მექანიზმი, არ იყო იმდენად აქტუალური, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ კრიზისის დროს ასეთი ტიპის მექანიზმები, როდესაც სახელმწიფო გვერდით უდგება ბიზნესს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგრადობა და შეძლოს დაფინანსების მოზიდვა, უფრო აქტუალურია“, – აცხადებს თურნავა და დასძენს, რომ ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შესთავაზებს ქართულ ბიზნესს ახალ პაკეტს პროგრამა „აწარმოე საქართველოში” და ეს არ იქნება მხოლოდ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, 

"ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში, საკუთარი ბაზარი დავაკმაყოფილოთ და რა საკვირველია, როგორც კი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტიც მაქსიმალურად გავაფართოვოთ და მხარი დავუჭიროთ“, – ამბობს მინისტრი თურნავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system