თავში

რით არის განსაკუთრებული Mitsubishi-ს ახალი ჯიპი - PHOTO - VIDEO

რით არის განსაკუთრებული Mitsubishi-ს ახალი ჯიპი
რით არის განსაკუთრებული Mitsubishi-ს ახალი ჯიპი - PHOTO - VIDEO

ელექტრომობილების წარმოებაში მსოფლიოს ცნობილი ავტობრენდები უკვე დაუნდობელ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, პოპულარულ, ტოკიოს ავტოშოუზე, წელს ავტომწარმოებლებმა ელექტრომობილებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. Mitsubishi-ის მაღალი გამავლობის ელექტრომობილის დიზაინი მინიმალისტურთან ერთად აგრესიულიც არის. ელექტრომობილს გააჩნია დამატებითი ძრავა, რომელიც დიზელზე ან სპირტზე მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილთან ახლოს დასამუხტი სადგური არ არის, ელექტრომობილი სწორედ ამ ძრავის გამოყენებით გადაადგილდება. 

 Mi-Tech-ის თითოერულ საბურავს საკუთარი ელექტრო ძრავა აქვს, რაც ავტომობილს საშუალებას აძლებს ადგილზე თითქმის 180 გრადუსით შემობრუნდეს. სენსორები და რადარები ინფრომაციას ჭკვიან სისტემა Mi-Pilot-ს მიაწვდიან. საჭიროების შემთხვევაში სისტემა ელექტრომობილის მართვას თავად შეძლებს.

 

 

ელექტრომობილს სენსორული პანელები არ გააჩნია. ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის რუკაც ავტომობილის წინა საქარე მინაზე გამოდის. ჯერჯერობით გაურკვეველია დაიწყება თუ არა ამ ავტომობილის სერიული წარმოება. დიდი ალბათობით Mi-Tech-ის ინოვაციურ ტექნოლოგიებს იაპონური კომპანიის ინჟინრები სხვა მოდელებზე მუშაობის დროს გამოიყენებენ. სულ მალე ელექტრომობილები ბენზინზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობას დაეწევა და ზოგიერთ ერვოპულ ქვეყანაში, ერთადერთი ლეგალური სატრანსპორტო საშუალებაც იქნება. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system