თავში

რით დასტურდება საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მაღალი შეფასება

რით დასტურდება საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მაღალი შეფასება
რით დასტურდება საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მაღალი შეფასება

"IMF-ის მმართველ დირექტორთან კრისტალინა გეორგიევასთან კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელების დისკუსიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის სპიკერობა ადასტურებს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მაღალ შეფასებას, თანაც, არა მარტო უშუალოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ რეგიონული მასშტაბითაც, ფაქტობრივად - რეგიონულ ლიდერობას," - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის შეხვედრაზე საქარველოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის წამყვანი სპიკერის სტატუსით მონაწილეობას.

ექსპერტი განმარტავს, რომ საერთაშორსო სავალუტო ფონდი (IMF) მუდმივ მონიტორინგს უწევს მისი წევრი ქვეყნების მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსურ სტაბილურობას, ფასების დონეს, საგადამხდელო ბალანსს და ამის საფუძველზე უწევს მათ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე პირობებში, როდესაც COVID-19-ის გავრცელებამ გლობალური მასშტაბით შეზღუდა ეკონომიკა და დღის წესრიგში დააყენა კრიზისის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის აუცილებლობა პოსტპანდემიურ პერიოდში.

"ახლახან ამასთან, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლისთვის სპიკერის როლის შეთავაზებაში არის აგრეთვე იმის სიმბოლური აღნიშვნაც, რომ საქართველო ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელსაც IMF-მა დახმარების ხელი გაუწოდა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ანტიკრიზისული გეგმის სარეალიზაციოდ.ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა და ეკონომიკური ზრდა ისეთ „სამ ვეშაპზე“ დგას, როგორებიცაა: ა) კერძო სექტორის როლის შემდგომი ამაღლება; ბ) ეკონომიკის მეტი დერეგულარიზაცია; გ) ბიზნეს-გარემოს შემდგომი ლიბერალიზაცია. სამივე კომპონენტის მიხედვით სწრაფი, ენერგიული და თანმიმდევრული რეფორმები საქართველოს ეკონომიკის მაგისტრალურ გზადაა მიჩნეული.სწორედ ამგვარი თამამი და ამბიციური რეფორმების განხორციელებაზე დაყრდნობით ვარაუდობს IMF, რომ 2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად გაჯანსაღდება, რომ მისი ზრდა უკვე 2021 წელს მიაღწევს 5 პროცენტს, ხოლო უახლოეს წლებში (2021-2025 წწ.) იქნება 5.5 პროცენტის დონეზე, რაც 1.3-ჯერ გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის 2013-2019 წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს.

საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისათვის შექმნილი კომფორტული პლატფორმა, რომელიც ემყარება ლიბერალურ საკანონმდებლო და საგადასახადო ბაზას, ქვეყნის პრაქტიკულად სრულ მოცვას სწრაფი ინერნეტით, არა მარტო ზრდის მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დაინტერესებას საქართველოში საქმიანობით, არამედ ხელს უწყობს საქართველოს გადაქცევას რეგიონულ და ციფრულ ჰაბად, რომელსაც უჩნდება რეალური პერსპექტივა, კონკურენციაც კი გაუწიოს მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ჰაბებს," - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ პოზიტიურ მოლოდინს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ უკვე მომდევნო, 2021 წლიდან საქართველოში ადგილი ექნება სამთავრობო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის შემცირების ტენდენციას, მაშინ როდესაც ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ესტონეთი და სხვ., ასეთი ვალი საგრძნობლად ეზრდებათ.

"ქვეყანაში ბოლო წლებში გატარებული თანმიმდევრული რეფორმების, საერთაშორისო დახმარებებისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების საფუძველზე შექმნილია საკმარისად მყარი საფუძველი საქართველოს დაჩქარებული განვითარებისა და მაკროეკონომიკური რისკებისაგან დაზღვევისათვის," - ასეთია ექსპერტის შეფასება.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system