თავში

რით ეხმარება მთავრობა ეროვნულ ბანკს ვალუტის კურსის მოთოკვაში

რით ეხმარება მთავრობა ეროვნულ ბანკს ვალუტის კურსის მოთოკვაში
რით ეხმარება მთავრობა ეროვნულ ბანკს ვალუტის კურსის მოთოკვაში

„ეკონომიკური პოლიტიკა და ლარის კურსი რამდენიმე მდგენელს შეიცავს. ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია არ არის. ეს არის სხვა უწყებების კონტრიბუციაც,“ - ასეთი იყო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე - "რითი ეხმარება მთავრობა ეროვნულ ბანკს?“ 


„ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და ყველაზე მეტი ბერკეტი ამ თვალსაზრისით ეროვნულ ბანკს გააჩნია. ჩვენ ვხედავთ ის ამ ბერკეტებს რამდენად ეფექტურად იყენებს და საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის გამოიყენებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პოლიტიკა და ლარის კურსი რამდენიმე მდგენელს შეიცავს. ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია არ არის. ეს არის სხვა უწყებების კონტრიბუციაც. თუნდაც ის, რომ ბიზნესის შემდგომ განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი და ბიზნეს გარემო კიდევ უფრო მეტად გავამარტივოთ, რაზეც მათ შორის პასუხისმგებლობა ჩვენ სამინისტროსაც ეკისრება, ესეც არის ხელშეწყობა ლარის კურსის გამყარების. კიდევ ერთი ბერკეტი დაჩქარებული პრივატიზაციაა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 2.97 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system