თავში

რით გამოირჩევა გერმანული კაპიტალი საქართველოში

რით გამოირჩევა გერმანული კაპიტალი საქართველოში
რით გამოირჩევა გერმანული კაპიტალი საქართველოში

სპეციალისტების შეფასებით, გერმანული კაპიტალი საქართველოში ლიდერი არ არის, მაგრამ აქვს რიგი უპირატესობები, რაც მას სხვა ქვეყნების ინვესტიციებისგან გამოარჩევს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, წმინდა გერმანული წარმომავლობაა, რაც ამ კაპიტალს ახასიათებს. გარდა ამისა, ის სეგმენტურად უფრო მრავალფეროვანია და მაღალი რეპუტაციითაც სარგებლობს

,,გერმანული კაპიტალი, სამწუხაროდ არ არის ლიდერი უცხოური ინვესტიციების  წარმომავლობის მიხედვით საქართველოში. თუმცა ის საკმაოდ ბევრ სეგმენტშია წარმოდგენილი, განსხვავებით ინგლისური ან ჰოლანდიური კაპიტალისგან, რომელიც  საქმიანობის რამდენიმე სფეროზე იყო კონცენტრირებული, იქნებოდა ეს საფინანსო სფერო, სათამაშო ბიზნესი თუ ენერგომატარებლების ტრანზიტი და რეალიზაცია. ამიტომ შექმნილი სამუშაო ადგილების მიხედვით, გერმანულ კაპიტალს აქვს საკმაოდ კარგი რეპუტაცია და პერსპექტივა. ვფიქრობ, მათი რაოდენობა ადეკვატურად ასახავს ქართულ მეურნეობაში დარგობრივ მონაწილეობას ეკონომიკის განვითარებაში", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ გერმანული კაპიტალი, ეს არის ძირითადად ეკონომიკის რეალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და ფაქტობრივად, ეკონომიკას ეხმარება, რათა მოახდინოს შედარებით უკეთესი განვითარება.

,,გერმანული კაპიტალი არ არის ოფშორული ზონებიდან შემოსული ფული, რომელსაც მავანნი უკავშირებენ წინა პერიოდებში საქართველოდან ან კონკრეტულ სუბიექტებთან დაკავშირებული კაპიტალის გატანას. ეს არის წმინდა უცხოური კაპიტალი, რომელსაც ქართული წარმომავლობა არ აქვს. შეიძლება, ქართველები მონაწილეობენ გერმანული კაპიტალის შემოტანაში, მაგრამ ეს არის ის ბიზნესი, რომელიც აწყობილი არის ან მოხდა ქართველების მონაწილეობით გერმანიაში და შემდეგ უკვე ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით, ამიტომ სხვებთან შედარებით, მას საკმაოდ მაღალი რეპუტაცია გააჩნია", - ამბობს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ევროპულ ბიზნესთან მჭიდრო სავაჭრო და ეკონომ იკური ურთიერთობების პერსპექტივას ნაკლებად ხედავს და ამბობს, რომ ორმხრივი სარგებლის მისაღებად მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე რეალური სექტორი განვითარდეს. მისი თქმით, ამით ქვეყანას გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეეძლება.  

,,გერმანელი ინვესტორების ყურადღება რომ მივიქციოთ, მნიშვნელოვანია ქართული  ბაზარი ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩეოდეს, მისაღები ბიზნეს-გარემო არსებობდეს და მიუკერძოებელი სასამართლო, რასაც ბიზნესი დიდ ყურადღებას აქცევს. ასე თუ არ მოხდა, ფაქტი, რომ გერმანული წარმომავლობის ბევრი კომპანია ფუნქციონირებს, დიდად არაფერს გვეუბნება, თუ არ დავაკმ აყოფილებთ ელემენტარულ მოთხოვნებს, რასაც ინვესტორი მოითხოვს", - ამბობს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გერმანული კაპიტალით საქართველოში 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს. “საქართველო - გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის იანვარი - მარტში საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40 პროცენტით გაიზარდა,“ - ამის შესახებ დღეს "ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში გამართულ რიგით მეორე შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის თანამშრომლობა. თურნავას თქმით, საქართველოში დღეს 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, სადაც გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. ამის მიუხედავად, განვითარების რესურსი ბევრად მეტია.

დღეს ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგი შედგა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფორმატი გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და გერმანიის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system