თავში

რით განსხვავდება დაგროვებითი და სოციალური პენსია

რით განსხვავდება დაგროვებითი და სოციალური პენსია
რით განსხვავდება დაგროვებითი და სოციალური პენსია

მას შემდეგ, რაც საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა ამუშავდა, ხშირად ისმის კითხვა, თუ რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივი სოციალური პენსიისგან. საპენსიო სააგენტოს ცნობით, რეალურად, განსხვავება ძალიან დიდია და ჩვენ შევეცდებით სწორედ ამ განსხვავებებზე მოგიყვეთ:

დაგროვებითი პენსია ადამიანის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე გამომუშავებული შემოსავლებიდან ითვლება.

ყოველთვიურად თქვენი შემოსავლიდან 6% მიდის თქვენს ე.წ საპენსიო, შემნახველ ანგარიშზე.

როგორ ნაწილდება თქვენი 6%?

  • დამსაქმებლისგან მისაღები ყოველთვიური ხელფასის 2% დამსაქმებლის მიერვე იზოგება საპენსიო სააგენტოს მიერ დასაქმებულის სახელზე გახსნილ პირად საპენსიო ანგარიშზე. (მაგალითად, თუ გაქვთ 1000 ლარი ხელფასი, 20 ლარს (2%) დამსაქმებელი ყოველთვიურად რიცხავს საპენსიო სააგენტოში თქვენს კუთვნილ ანგარიშზე).
  • ამასთანავე, სახელმწიფო დამატებით კიდევ 2%-ს გირიცხავთ თქვენსავე კუთვნილ ანგარიშზე.
  • და ბოლოს, დასაქმებულიც საკუთარი დასაბეგრი ხელფასის (1000 ლარი) 2%-ს ამატებს საკუთარ დანაზოგს.

საპენსიო სააგენტოში შენახულ თანხას დამატებით ერიცხება პროცენტი.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ამოცანა არის მოქალაქეების მიერ დაზოგილი და სააგენტოში აკუმულირებული თანხის ისეთი ინვესტირება განახორციელოს, რომ თქვენს დანაზოგს მაქსიმალური ოდენობის საპროცენტო განაკვეთი დაერიცხოს. 2023 წლამდე კანონის მიხედვით, ასეთი ინვესტირება უნდა მოხდეს დაბალრისკიან აქტივებში და ამიტომაც, თანხები განთავსებულია საქართველოში მოქმედ ბანკებში დეპოზიტებზე, სადაც 2020 წლის მონაცემებით, წლიურად ეფექტური 11% სარგებელი უკვე დაერიცხა დაგროვილ თანხას.

საპენსიო დანაზოგი მოქალაქისთვის ისეთივე საკუთრებაა, როგორც სახლი, მანქანა, ან თანხა საბანკო ანგარიშზე. საპენსიო დანაზოგი ყველაზე დაცული აქტივია და არ ექვემდებარება ყადაღის და აღსრულების არანაირ მექანიზმს. დანაზოგის დაცულობის რისკების მართვის საერთაშორისო სტანდარტი უზრუნველყოფს. საპენსიო დანაზოგს მიიღებთ საპენსიო ასაკის მიღწევისას.

საპენსიო დანაზოგი გროვდება თქვენს მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში და სოციალური პენსიისგან განსხვავებით გამომუშავებული შემოსავლის პროპორციულია. სოციალური პენსია, კი ფიქსირებულია და მისი ზრდა მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. საპენსიო ასაკში მოქალაქეს ერთდროულად შეუძლია ისარგებლოს, როგორც სოციალური პენსიით, ასევე საპენსიო დანაზოგით.

სოციალური პენსია სახელმწიფო გასაცემელია. საქართველოში სოციალური პენსია ქალებს 60, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ. საპენსიო დანაზოგით, კი შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც საპენსიო ასაკში, ქალები 60 წლიდან, ხოლო მამაკაცები 65 წლის ასაკიდან, ასევე გააგრძელოთ დანაზოგის დაგროვება საპენსიო ასაკშიც და თქვენთვის სასურველ დროს დაიწყოთ მისი გამოყენება. მნიშნელოვანია, ისიც იცოდეთ, რომ მოქალაქის დანაზოგს მაშინაც ერიცხება წილობრივი პროცენტი როდესაც დასაქმებული არ არის, ან დროებით წყვეტს მუშაობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system