თავში

რით იწვევს კრიტიკას 2021 წლის ბიუჯეტი

რით იწვევს კრიტიკას 2021 წლის ბიუჯეტი
რით იწვევს კრიტიკას 2021 წლის ბიუჯეტი

2021 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ ხარვეზად ფინანსისტები საგარეო ვალთან დაკავშირებით ჩანაწერს მიიჩნევენ. თუმცა შენიშვნები არის ასევე ბიუროკრატიულ ხარჯთან დაკავშირებითაც. როგორც ფინანსისტი დავით წიქარიძე report.ge-თან ამბობს, სანამ ბიუროკრატიული ხარჯი არ შემცირდება, პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს. მისი ტქმით, ხარჯი ამ მიმართულებით რადიკალურ ცვლილებას საჭიროებს.

,,ბიუჯეტის არსებული ვერსია ჩემთვის მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და დღესაც იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ სანამ ბიუროკრატიული ხარჯი არ შემცირდება, ამ სახით ბიუჯეტის მიღება არ შეიძლება. კვლავ სახელფასო დანამატებში იხარჯება ფული, რაც დაუშვებლად მიმაჩნია. ბიუროკრატია არის შესამცირებელი, მაგრამ მთავრობისთვის ეს საარჩევნო კონტიგენტია და ხელს არავინ ანძრევს, რომ სფერო მოაწესრიგოს. ამიტომ ვამბობ ასე კატეგორიულად, რომ  კიდევ ერთი კორექტირების გარეშე ბიუჯეტის დამტკიცება სახელმწიფოს ღალატის ტოლფასად შეიძლება შეფასდეს. 3 თვის მერე რა იქნება, იმაზე ვერავინ პასუხობს, ქვეყანა გვენგრევა და 2024 წლის საპროგნოზო მონაცემებზე მსჯელობა სრული აბსურდია. ვერც საგარეო ვალს შველიან. მეტიც, ბიუჯეტის პროექტში ახალ ვალთან დაკავშირებით ჩანაწერი შემაშფოთებელია. ჩვენს მდგომარეობაში ვალს არ მოგვცემენ ან ძალიან მაღალ ფასად, რითაც კრიზისს უფრო მეტად გააღრმავებენ და ქვეყანას საბოლოოდ მოესპობა განვითარების შანსი ", - აცხადებს ფინანსისტი.

ცნობისთვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტში შევიდა. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 16,7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული.

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, მთავრობა მომდევნო წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. საშინაო ვალდებულებების ზრდა კი დაგეგმილი არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system