თავში

რით შეიძლება დაეხმაროს მთავრობა თხილის წარმოებას

რით შეიძლება დაეხმაროს მთავრობა თხილის წარმოებას
რით შეიძლება დაეხმაროს მთავრობა თხილის წარმოებას

კოვიდ 19-ის გავრცელებამ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს დიდი პრობლემა შეუქმნა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი დაბრკოლება მათ ნედლეულის წარმოების მხრივ აქვთ და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, კერძოდ, იაფ საბრუნავ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას ითხოვენ. თხილის გადამამუშავებელი საწარმოს დამფუძნებელი მამუმა ბერიაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ ექსპორტი არ შეწყვეტილა, თუმცა ეპიდემიის გამო წარმოება და, შესაბამისად, რეალიზაციაც, განახევრდა. 

,,უცხოურ ბაზრებზ თხილზე მოთხოვნა  საგრძნობლად შემცირებულია. ნეგატიური ტენდენცია ჩვენს კომპანიაზეც აისახა და გეგმას ვერ მივყვებით.  ყველაზე მთავარი აუცილებელი პირობაა, რომ იაფი ფული უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ამის გარეშე ვერაფერს შევძლებთ. საწარმო კარგად ვითარდებოდა, მაგრამ ვირუსმა ხელი შეგვიშალა და ბევრი გეგმა ვერ განხორციელდა. ექსპორტის ხაზი არ დარღვეულა, თხილი რამდენიმე ბაზარზე გაგვაქვს, მათ შორის, ჩინეთში,  არაბულ ქვეყნებსა და ევროპაში, მაგრამ გაყიდვები 50%-ის ფარგლებში შეგვიმცირდა. მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდებათ ფერმერებს, რომ ნედლეულის წარმოება შეძლონ. ჩვენთვის, როგორც გადამამუშავებლებისთვის, იაფი ფულის ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უცხოურ ბაზრებზე პოზიციები შევინარჩუნოთ", - აცხადებს ბერიაშვილი.

მეწარმის შეფასებით, ეპიდემიის პირობებში საწარმო ფუნქციონირებას ინერციით აგრძელებს და პოსტოეპიდემიურ პერიოდში შესაძლოა, კრიზისში აღმოჩნდნენ. 

,,გაყიდვების შემცირების და მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის მიუხედავადად, კომპანიაში არაფერი შეგვიჩერებია, არც სესხები გადავავადეთ, არც თანამშრომლები გაგვიშვია უხელფასო შვებულებაში,  პროცესს ინერციით მვყვებით. ცხადია, ამ მდგომარეობას ვინარჩუნებთ უდიდესი ძალისხმევის და პრობლემის ფონზე, რეალურად ძალიან გვიჭირს. ადრე თუ გვიან, ეპიდემია დასრულდება და თხილის ინდუსტრია დაიწყებს ფუნქციონირებას, მაგრამ მხარდაჭერაც აუცილებელია. პირველ რიგში, დაეხმარონ გლეხებს, რათა აწარმოონ მეტი რაოდენობის და მაღალი ხარისხის ნედლეული, რომ გვქონდეს პროდუქტის შესყიდვის და მისი გადამუშავების მეტი შესაძლებლობა. ამისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა როგორმე უნდა გამარტივდეს, ახლა ბიზნესს სხვა ვერაფერი გადაარჩენს", - აცხადებს მამუკა ბერიაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system